პირველი 5 მაღაზიისთვის

გახსენი შენი ბრენდის ონლაინ მაღაზია

გამოგვიგზავნე შენი გვერდი და პროდუქტის ფოტოები. უფასოდ მოგიმზადებთ მაღაზიის საცდელ ვერსიას — შენი ბრენდითა და 3 პროდუქტით. ჯერ ნახე, შემდეგ გადაწყვიტე.

საცდელი ვერსია 24 საათში — გამოსადეგი მასალების მიღებისა და მოთხოვნის დადასტურებიდან. უფასოდ, ვალდებულების გარეშე.

თუ გაგრძელებას გადაწყვეტ, სრულ მაღაზიასაც ჩვენ აგიწყობთ და გასაშვებად მოვამზადებთ.

ან მომწერე: WhatsApp Messenger
  • 0 ₾აწყობა და გაშვება
  • 30 დღეუფასოდ, გაშვებიდან
  • 99 ₾/თვე30 უფასო დღის შემდეგ

სადემონსტრაციო მაღაზიები

ნახე, როგორი იქნება შენი მაღაზია

აირჩიე დიზაინი, ნახე როგორ ყიდულობს მომხმარებელი და გაეცანი შენს მართვის პანელს. ყველა მაგალითი დემოა, საცდელი მონაცემებით.

01

აირჩიე მაღაზიის დიზაინი

თითოეული ღილაკი ხსნის მოქმედ დემო მაღაზიას ახალ ჩანართში. დიზაინს შენს ბრენდს მოვარგებთ.

02

როგორ ყიდულობს მომხმარებელი

Kvali-ის მაგალითი: პროდუქტის არჩევიდან შეკვეთის გაფორმებამდე.

ნაბიჯი 1 · პროდუქტის არჩევა

ნახე პროდუქტი და დაამატე კალათაში

მყიდველი ათვალიერებს ფოტოებს, ირჩევს ზომასა და ფერს და ამატებს პროდუქტს კალათაში.

ნაბიჯი 2 · შეკვეთის გაფორმება

აირჩიე მიწოდება და გადახდის მეთოდი

კალათიდან მყიდველი გადადის შეკვეთის გაფორმებაზე: ავსებს მისამართს და ამოწმებს სრულ თანხას.

შეკვეთის ფორმის გამოსაცდელად ჯერ დაამატე პროდუქტი კალათაში. დემო შეკვეთები არ სრულდება. ბარათით გადახდის ჩართვას ბანკი ამტკიცებს.

03

როგორ მართავ მაღაზიას

ეს შენი სამუშაო სივრცეა — აქ მართავ პროდუქტებს და ნახულობ შეკვეთებს.

შეკვეთების სია მართვის პანელში · საცდელი მონაცემები
გაადიდე შეკვეთების სურათი ↗

საქმეების განაწილება

საცდელი ვერსიიდან გაშვებამდე

თუ საცდელი ვერსიის შემდეგ გაგრძელებას გადაწყვეტ, შევათანხმებთ სრულ კატალოგს, მიწოდების პირობებსა და გაშვების ეტაპებს.

მაღაზიას აგიწყობთ, პროდუქტებს ავტვირთავთ და გავუშვებთ. შენ შეკვეთებს მიიღებ და მყიდველებს გაუგზავნი.

ჩვენი საქმე

  1. მაღაზიას შენი ბრენდით, შენს დომენზე ვაწყობთ
  2. შენი ბრენდით მაღაზიას გასაშვებად ვამზადებთ
  3. ბარათით გადახდისა და განვადებისთვის საქართველოს ბანკის ან თიბისის განაცხადის შევსებაში გეხმარებით
  4. მიწოდების პირობებს მაღაზიაში ვაყენებთ
  5. ჰოსტინგს, უსაფრთხოებასა და განახლებებს ჩვენ ვუვლით

შენი საქმე

  1. გაცნობითი ზარიდან 7 დღეში გვიგზავნი სრულ მასალებს. სრული სია გაშვების ეტაპებშია.
  2. ჩვენი დახმარებით ავსებ ბანკის განაცხადს
  3. გაშვების დღეს მაღაზიის ბმულს Instagram-ის ბიოში ამატებ
  4. იღებ შეკვეთებს და აგზავნი პროდუქტებს

შეთავაზება

პირველი 5 მაღაზიის აწყობა უფასოდ

უფასო აწყობის სანაცვლოდ გვაძლევ უფლებას, შენი მაღაზია საჯაროდ ვაჩვენოთ, როგორც ჩვენი ნამუშევარი. შედეგებს მხოლოდ შენი თანხმობით გავაზიარებთ.

გაცნობითი ზარიდან 7 დღეში სრულად გამოგვიგზავნე მასალები, თორემ ადგილი შემდეგ მსურველს გადაეცემა.

პირველი 5 მაღაზიისთვის 99 ლარი თვეში ფიქსირდება აქტიური გამოწერის მთელი ვადით, შეთანხმებული მომსახურებისა და რესურსების ფარგლებში. ლიმიტები და ზრდის პირობები. გაუქმების შემდეგ დაბრუნებისას იმ დროისთვის მოქმედი ფასი დაგხვდება. გადახდას დაიწყებ გაშვებიდან 30 უფასო დღის შემდეგ.

რა შედის 99 ლარში თვეში?

  • ერთი მაღაზიის ჰოსტინგი შეთანხმებული რესურსების ფარგლებში.
  • უსაფრთხოების მოვლა და პლატფორმის განახლებები.
  • ჩვენ მიერ მოწოდებული ფუნქციების ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება.
  • ადმინისტრირების გვერდი, საიდანაც თავად მართავ პროდუქტებს, ფასებს, მარაგსა და შეკვეთებს.

მაღაზია მუშაობს Mage-OS-ისა და Hyvä-ს საფუძველზე. მხარდაჭერის სამუშაო დროსა და ზუსტ ფარგლებს დაწყებამდე წერილობით ვათანხმებთ.

დომენი, ბანკის საკომისიო და კურიერი ცალკე ხარჯებია. რეკლამა, AI ფოტოსტუდია, ყოველდღიური კატალოგის მართვა და ინდივიდუალური დიზაინი ან ახალი ფუნქციები ამ ფასში არ შედის.

მომსახურების სრული ფარგლები · ლიმიტები და ზრდის პირობები

რატომ 5 მაღაზია

თითოეულ მაღაზიას პირადად ვაწყობ. ერთდროულად 5-ზე მეტს ვერ ავიღებ. მე-6 მაღაზიიდან აწყობა და გაშვება 299 ლარი ეღირება, მომსახურება კი 149 ლარი თვეში.

დაიწყე უფასოდ

რა შედის ფასში და რას იხდი ცალკე ↗

GEOECOM

პირველი 5 მაღაზია · 2026

  1. მაღაზიის აწყობა და გაშვებაუფასო
  2. დახმარება ბანკის განაცხადის შევსებაშიშედის
  3. ჰოსტინგი, უსაფრთხოება და განახლებებიშედის
  4. პირველი 30 დღე, გაშვებიდანუფასო
დღეს იხდი0 ₾

გაშვებიდან 30 დღე უფასოა. შემდეგ 99 ლარი თვეში. პირველი 5 მაღაზიისთვის 99 ლარი თვეში ფიქსირდება აქტიური გამოწერის მთელი ვადით, შეთანხმებული მომსახურებისა და რესურსების ფარგლებში. ლიმიტები და ზრდის პირობები. გაუქმების შემდეგ დაბრუნებისას იმ დროისთვის მოქმედი ფასი დაგხვდება.

დომენის, ბანკის საკომისიოსა და კურიერის ხარჯებს ცალკე იხდი.

პირობები

ვადა, გადახდა და გაუქმება

48საათი

გაშვება 48 საათში

48 საათი სრული სიის მიღებიდან ითვლება: პროდუქტები ფასებითა და ზომებით ან ვარიანტებით, ლოგო, მიწოდების პირობები და ბიზნესის მონაცემები. უფასო 30 დღე მაღაზიის გაშვებიდან იწყება.

0₾

30 დღე უფასოდ, გაშვებიდან

პირველი 30 დღე უფასოა. შემდეგ მომსახურება 99 ლარი ღირს თვეში.

გაუქმება

გაუქმება ნებისმიერ დროს

მომსახურებას ნებისმიერ დროს გააუქმებ. პროდუქტების მონაცემებს თან წაიღებ.

ბარათით გადახდასა და განვადებას ბანკი ამტკიცებს. ბანკის დამტკიცებაზე 48-საათიანი ვადა არ ვრცელდება. გაყიდვებს არ გპირდებით.

გაშვების ეტაპები

სრული მასალების მიღებიდან გაშვებამდე 48 საათი

  1. დაწყებამდე

    განაცხადი და მოკლე ზარი

    გვიყვები, რას ყიდი და როგორ აწვდი მყიდველს. გაცნობითი ზარიდან 7 დღეში სრულად გამოგვიგზავნე მასალები, თორემ ადგილი შემდეგ მსურველს გადაეცემა.

  2. ვადის ათვლა

    მასალების სრული სია

    საჭიროა პროდუქტების სია (Instagram-ის ბმული ან ცხრილი), ფასებითა და ზომებით ან ვარიანტებით, ლოგო, მიწოდების პირობები და ბიზნესის მონაცემები (საიდენტიფიკაციო კოდი და სამართლებრივი ფორმა). აწყობის 48 საათი მხოლოდ ამ სრული სიის მიღებიდან ითვლება. ბანკის დამტკიცებაზე ეს ვადა არ ვრცელდება.

  3. 1-ლი დღე

    მაღაზიის აწყობა

    ვაწყობთ მაღაზიას და გასაშვებად ვამზადებთ.

  4. მე-2 დღე

    მაღაზიის შემოწმება

    ერთად ვამოწმებთ მაღაზიას. გაჩვენებთ, როგორ მართო შეკვეთები.

  5. 48 საათში

    მაღაზიის გახსნა

    მაღაზიის ბმულს Instagram-ის ბიოში ამატებ.

ვისთვისაა

შეთავაზება Instagram-ის გამყიდველებისთვის

გამოგადგება, თუ

  • უკვე ყიდი Instagram-ზე ან Facebook-ზე
  • გაქვს 20-დან 300-მდე პროდუქტი
  • თვეში რამდენიმე შეკვეთას მაინც იღებ
  • ინდმეწარმე ხარ ან შპს გაქვს

არ გამოგადგება, თუ

  • რესტორანი ან სურსათის მაღაზია გაქვს
  • ინდივიდუალური დიზაინი ან პროგრამირება გჭირდება
  • ჩვენგან მყიდველების მოყვანას ელოდები

რაზეა აწყობილი შენი მაღაზია

Mage-OS + Hyvä

Magento-ს ეკოსისტემაზე დაფუძნებული სავაჭრო პლატფორმა და მსუბუქი ინტერფეისი. საფუძველი, რომელსაც შენი ბიზნესის ახალ საჭიროებებსაც მოვარგებთ.

რატომ ავირჩიეთ ეს ტექნოლოგიები ↗

თავიდანვე ვაჭრობისთვის შექმნილი

Mage-OS Magento Open Source-ზეა დაფუძნებული. კატალოგი, მარაგი, ფასდაკლებები და შეკვეთები ერთ სავაჭრო სისტემაში იმართება.

მსუბუქი გვერდები მობილურისთვის

Hyvä-ის მსუბუქი ინტერფეისი სწრაფი გვერდების შექმნაში გვეხმარება. ჩვენს დემოებში თავად ნახე, როგორია მაღაზიის დათვალიერება ტელეფონით.

განვითარების შესაძლებლობა

ღია კოდი და Magento-ს გაფართოებების ეკოსისტემა ახალი ფუნქციებისა და ინტეგრაციების დამატების საშუალებას გვაძლევს. დამატებით სამუშაოს წინასწარ ვათანხმებთ.

ჰოსტინგს, უსაფრთხოებასა და განახლებებს GeoEcom უვლის — ტექნიკური გუნდის ცალკე დაქირავება არ გჭირდება.

GeoEcom Digital Alchemy-ის ონლაინ მაღაზიების სერვისია. გაიცანი დამფუძნებელი და ნახე Digital Alchemy-ის ვებპროექტები.

შენი ბრენდი · შენი პროდუქტები

ჯერ ნახე.
შემდეგ გადაწყვიტე.

როგორი იქნება შენი ონლაინ მაღაზია? მიიღე უფასო საცდელი ვერსია შენი ბრენდითა და 3 პროდუქტით — 24 საათში.

მოთხოვნა ფასიან გამოწერას არ იწყებს. როგორ ვამუშავებთ შენს მონაცემებს.

მოთხოვნა უფასოა და არაფერს გავალდებულებს. ფოტოებს შემდეგ WhatsApp-ით გამოგვიგზავნი.

ნახე, როგორ ვქმნით საცდელ ვერსიას ↗

  1. 01

    გამოგვიგზავნე მასალები

    შენი გვერდის ბმული, ბრენდის სახელი და 3 პროდუქტის ფოტოები და ფასები. ლოგო — თუ გაქვს.

  2. 02

    ნახე შენი მაღაზია

    მოგიმზადებთ ბმულს, რომელსაც ტელეფონით გახსნი. ერთი პროდუქტის ფოტოს AI-ითაც დავამუშავებთ.

  3. 03

    გადაწყვიტე გაშვება

    საცდელი ვერსია უფასოა და გამოწერას არ იწყებს. თუ გაგრძელებას გადაწყვეტ, სრული მაღაზიის გაშვებაზე შევთანხმდებით.

24 საათი ითვლება გამოსადეგი მასალების მიღებისა და მოთხოვნის დადასტურებიდან. საცდელი ვერსია შეკვეთებსა და გადახდებს ჯერ არ იღებს.

გაშვების პირობები: პირველი 5 მაღაზიისთვის აწყობა და 30 დღე უფასოა, შემდეგ — 99 ₾/თვე.
ყავისფერი ფეხსაცმელი ყუთზე — ტელეფონით გადაღებული ორიგინალი
ტელეფონით გადაღებული
ფეხსაცმლის AI-ით დამუშავებული ფოტო სუფთა ფონზე
AI-ით დამუშავებული

AI ფოტოსტუდია

დაიწყე ტელეფონით გადაღებული ფოტოებით

გამოგვიგზავნე პროდუქტის 2–3 ფოტო სხვადასხვა კუთხიდან. მოვამზადებთ ფოტოებს სუფთა ფონზე ან შენი ბრენდის შესაბამის გარემოში. გამოქვეყნებამდე შედეგს შენ ამოწმებ.

მაღაზიის უფასო საცდელ ვერსიაში ერთი დამუშავებული ფოტო შედის. სრული ფოტოსესია ცალკე მომსახურებაა.

ნახე ფოტოები და ფასები ↗

პირველი 5 მაღაზიისთვის

დაიწყე უფასოდ

შეავსე ფორმა და გამოგზავნე. განაცხადი პირდაპირ მე მომდის და დაგირეკავ.

  • 0 ₾აწყობა და გაშვება
  • 48 საათისრული მასალების მიღებიდან გაშვებამდე
  • 99 ₾/თვე30 უფასო დღის შემდეგ

შეთავაზება სურსათის მაღაზიებსა და რესტორნებზე არ ვრცელდება.

შეთავაზება 20–300 პროდუქტის მქონე მაღაზიებისთვისაა.

მოთხოვნა ფასიან გამოწერას არ იწყებს. როგორ ვამუშავებთ შენს მონაცემებს.

განაცხადი პირდაპირ მე მომდის. ან დამირეკე: +995 599 89 15 60, ან მომწერე WhatsApp-ში ან Messenger-ში.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ყველა კითხვა მომსახურებაზე ↗

რატომ არის აწყობა უფასო?

მჭირდება 5 რეალური მაღაზია, რომ ჩემი ნამუშევარი სხვებს ვაჩვენო. თითოეულს პირადად ვაწყობ. უფასო აწყობის სანაცვლოდ მაძლევ უფლებას, შენი მაღაზია საჯაროდ ვაჩვენო, როგორც ჩემი ნამუშევარი. შედეგებს მხოლოდ შენი თანხმობით გავაზიარებ.

როდის დავიწყებ გადახდას?

გაშვებიდან პირველი 30 დღე უფასოა. შემდეგ მომსახურება 99 ლარი ღირს თვეში. გადახდის დაწყება შეკვეთების რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის. მომსახურებას ნებისმიერ დროს გააუქმებ.

თუ მაღაზია 48 საათში ვერ გაიხსნა?

უფასო 30 დღე მაღაზიის გაშვებიდან იწყება. 48 საათი მასალების სრული სიის მიღებიდან ითვლება: პროდუქტები ფასებითა და ზომებით ან ვარიანტებით, ლოგო, მიწოდების პირობები და ბიზნესის მონაცემები. სრული სია გაშვების ეტაპებშია. ბანკის დამტკიცებაზე ეს ვადა არ ვრცელდება.

როგორ ჩავრთო ბარათით გადახდა და განვადება?

საქართველოს ბანკს ან თიბისის განაცხადით მიმართავ. შევსებაში დაგეხმარებით. ბარათით გადახდასა და განვადებას ბანკი ამტკიცებს.

ადმინ პანელი ქართულადაა?

დიახ. შეკვეთებს, პროდუქტებს, ფასებსა და მარაგს ქართულ ინტერფეისში მართავ. ინგლისურზე გადართვაც შეიძლება.

მიწოდება როგორ ხდება?

მაღაზიაში მიწოდების პირობებს ერთად ვაყენებთ. კურიერის საფასურს ცალკე იხდი, ყოველთვიურ ფასში ის არ შედის.

მაღაზია თუ გაიზარდა, ფასი შეიცვლება?

99 ლარის საბაზისო ფასი ნარჩუნდება აქტიური გამოწერის მთელი ვადით, წინასწარ წერილობით შეთანხმებული რესურსების ფარგლებში. ლიმიტის გადაჭარბებისას გაცნობებთ გაზომვის შედეგსა და შეთავაზებას სულ მცირე 30 დღით ადრე. დამატებით საფასურს მხოლოდ შენი წერილობითი თანხმობით ვამოქმედებთ; შეგიძლია მოხმარება შეამცირო ან ჯარიმის გარეშე გააუქმო. რესურსების პირობები.

რა შედის 99 ლარში თვეში?

ერთი ონლაინ მაღაზიის ჰოსტინგი შეთანხმებული რესურსების ფარგლებში, Mage-OS-ისა და Hyvä-ს საფუძველზე გამართული მაღაზიის მუშაობა, უსაფრთხოების მოვლა, პლატფორმის განახლებები და ჩვენ მიერ მოწოდებული ფუნქციების ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება. პროდუქტებს, ფასებს, მარაგსა და შეკვეთებს თავად მართავ ადმინისტრირების გვერდიდან. მხარდაჭერის სამუშაო დროსა და მომსახურების ზუსტ ფარგლებს დაწყებამდე წერილობით ვათანხმებთ. მომსახურების სრული ფარგლები.

99 ლარის გარდა რას ვიხდი?

ცალკე იხდი დომენს, ბანკის საკომისიოსა და კურიერს. რეკლამა, AI ფოტოსტუდია, ყოველდღიური კატალოგის მართვა, ინდივიდუალური დიზაინი, ახალი ფუნქციები და ინტეგრაციები ყოველთვიურ ფასში არ შედის; დამატებით სამუშაოს წინასწარ ვათანხმებთ. შეთანხმებულ ლიმიტზე მეტი რესურსის საფასურიც მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობით ემატება.

რით განსხვავდება ონლაინ მაღაზიის შექმნა GeoEcom-ში კონსტრუქტორზე მაღაზიის გაკეთებისგან?

კონსტრუქტორზე მაღაზიას თავად აწყობ: შაბლონს, პროდუქტებს, გადახდასა და მიწოდებას. GeoEcom-ში ონლაინ მაღაზიის დამზადებას ჩვენ ვიღებთ თავზე: ვაწყობთ მაღაზიას, ვაყენებთ მიწოდების პირობებს და ვუშვებთ. შენ შეკვეთებს იღებ და მყიდველებს უგზავნი. ინდივიდუალური დიზაინი და პროგრამირება მომსახურებაში არ შედის.

რა მასალები მჭირდება ინტერნეტ მაღაზიის შესაქმნელად?

პროდუქტების სია (Instagram-ის ბმული ან ცხრილი) ფასებითა და ზომებით ან ვარიანტებით, ლოგო, მიწოდების პირობები და ბიზნესის მონაცემები (საიდენტიფიკაციო კოდი და სამართლებრივი ფორმა). გაცნობითი ზარიდან 7 დღეში სრულად გამოგვიგზავნე. 48 საათი ამ სრული სიის მიღებიდან ითვლება. ბანკის დამტკიცებაზე ეს ვადა არ ვრცელდება.

როგორ გავხსნა ონლაინ მაღაზია Instagram-ის გვერდიდან?

თუ უკვე ყიდი Instagram-ზე ან Facebook-ზე, ონლაინ მაღაზიის გასახსნელად პროდუქტების სიას Instagram-ის ბმულით ან ცხრილით გვიგზავნი. მასალების სრული სიის მიღებიდან 48 საათში მაღაზიას ვუშვებთ, გაშვების დღეს კი მაღაზიის ბმულს Instagram-ის ბიოში ამატებ. ბანკის დამტკიცებაზე ეს ვადა არ ვრცელდება. მაღაზია Instagram-ის გამყიდველებისთვის.

როდის შემიძლია გაუქმება?

ნებისმიერ დროს. პროდუქტების მონაცემებს თან წაიღებ. 99 ლარი თვეში ძალაშია აქტიური გამოწერის მთელი ვადით, შეთანხმებული მომსახურებისა და რესურსების ფარგლებში. ლიმიტები და ზრდის პირობები. გაუქმების შემდეგ დაბრუნებისას იმ დროისთვის მოქმედი ფასი დაგხვდება. დეტალები: გაუქმება და თანხის დაბრუნება.