ჩვენ შესახებ
ნიკოლოზ შიომღვდლიშვილი
მე ნიკა ვარ, GeoEcom-ის დამფუძნებელი. შენთვის ონლაინ მაღაზიას ვაწყობ და ვუშვებ, რომ შენი პროდუქცია შენივე ბრენდით გაყიდო.
2019 წლიდან ეკომერსში ვმუშაობ და ონლაინ მაღაზიებს ვაწყობ. ახლა ამ გამოცდილებით GeoEcom-ს ვაშენებ, რომ ქართულ ბიზნესებს საკუთარი ონლაინ მაღაზიის გახსნაში დავეხმარო.
GeoEcom-ში უშუალოდ ჩემთან გაქვს კავშირი და პირველ 5 მაღაზიას პირადად ვაწყობ. დამირეკე ნომერზე +995 599 89 15 60 და შენს კითხვებს თავად ვუპასუხებ.
- თბილისი · ონლაინ მაღაზიებს 2019 წლიდან ვაწყობ
- Adobe-ის სერტიფიცირებული ეკომერსის დეველოპერი, 2021
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, 2020
GeoEcom
განახლებულია: 30 სექტემბერი, 2026
GeoEcom ქართულ ბიზნესებს ონლაინ მაღაზიას უწყობს და უშვებს. მაღაზიას შენი ბრენდით და შენს დომენზე ვაწყობთ, ბარათით გადახდისა და განვადების განაცხადის შევსებაში გეხმარებით და ჰოსტინგს, უსაფრთხოებასა და განახლებებს ვუვლით. შეკვეთებს შენ იღებ და მყიდველებს შენ უგზავნი.
კომპანიის მონაცემები
GeoEcom Digital Alchemy-ის ონლაინ მაღაზიების სერვისია. ორივე პროექტის დამფუძნებელი მე ვარ. მაღაზიების მაგალითები ნახე დემოების განყოფილებაში.
- სამართლებრივი ფორმა
- ინდივიდუალური მეწარმე
- სახელი
- ნიკოლოზ შიომღვდლიშვილი
- მისამართი
- კარლო მორეტის ქ. 3, თბილისი
- ბრენდი
- GeoEcom · Digital Alchemy
- ტელეფონი
- +995 599 89 15 60
- ელფოსტა
- info@digitalalchemy.ge
მომსახურება
ონლაინ მაღაზიის აწყობა და გაშვება, მიწოდების პირობების დაყენება, საქართველოს ბანკის ან თიბისის განაცხადის შევსებაში დახმარება, ჰოსტინგი, უსაფრთხოება და განახლებები. მაღაზიას მართავ ქართულ ადმინ პანელში, სადაც შეკვეთებს, პროდუქტებს, ფასებსა და მარაგს ხედავ. რა შედის აწყობაში, ნახე ონლაინ მაღაზიის დამზადება. თუ Facebook-ზე ყიდი, ნახე ფეისბუქ მაღაზია საკუთარ საიტზე.
ცალკე, ფასიან მომსახურებად: პროდუქტის ფოტოგრაფია AI-ით.
ფასები
- აწყობა და გაშვება
- 0 ₾ პირველი 5 მაღაზიისთვის, შემდეგ 299 ₾
- ყოველთვიური მომსახურება
- 99 ₾/თვე პირველი 5 მაღაზიისთვის, შემდეგ 149 ₾/თვე
- უფასო პერიოდი
- გაშვებიდან 30 დღე. შემდეგ 99 ლარი თვეში
- ცალკე გადასახდელი
- დომენი, ბანკის საკომისიო და კურიერის მომსახურება
99 ლარის საბაზისო ფასი ნარჩუნდება აქტიური გამოწერის მთელი ვადით, შეთანხმებული მომსახურებისა და რესურსების ფარგლებში. ლიმიტები და ზრდის პირობები. სრული პირობები: წესები და პირობები, გაუქმება და თანხის დაბრუნება, კონფიდენციალურობა.