მაღაზია შენი ბიზნესისთვის
ავეჯის ონლაინ მაღაზიის შექმნა
მყიდველმა ფოტო, ზომა და მასალა შეკვეთამდე ნახოს. კერის დემო აჩვენებს, როგორ შეიძლება წარადგინო ავეჯის კატალოგი.

ზომები და ფერი შეკვეთამდე
კერის დივნის გვერდზე ფერის არჩევანი და ცალკე ზომების ბლოკია: სიგანე, სიღრმე, სიმაღლე და ჯდომის სიმაღლე. პროდუქტის ფოტოები და მასალის აღწერა მყიდველს ნივთის შეფასებაში ეხმარება.
ნახე დივნის დემო გვერდი ↗. ნაჩვენები განვადება, მიწოდების ვადა და შოურუმი დემოს პირობებია, არა შენი მომსახურების შეთავაზება.
ავეჯის კატალოგის საჭირო ინფორმაცია
| ინფორმაცია | რას გვაწვდი |
|---|---|
| ზომა და წონა | ნივთისა და შეფუთვის ზომები. თუ კარში გატარებას აღწერ, მონაცემი შენ უნდა გადაამოწმო. |
| მასალა და ვარიანტი | ხის, ქსოვილისა და ფერის ზუსტი სახელები, ფოტოები და ფასი. |
| ხელმისაწვდომობა | მარაგშია თუ მზადდება შეკვეთით? შენი რეალური მომზადების ვადა მიუთითე. |
| მიწოდება და აწყობა | რეგიონი, საფასური, სართულზე ატანა და აწყობა წინასწარ ჩამოწერე. |
გამოიყენე კატალოგის შაბლონი და მიწოდების დაგეგმვის გზამკვლევი. კურიერის ავტომატური ინტეგრაცია და სპეციფიკური ტარიფები ცალკე თავსებადობის შემოწმებას საჭიროებს.
სტანდარტული მაღაზია თუ ინდივიდუალური პროცესი?
თუ დასრულებული პროდუქტი გაქვს განსაზღვრული ფასითა და ვარიანტებით, ჯერ დემოს ყიდვის გზა შეაფასე. თუ ფასი ზომის მიხედვით ითვლება, მყიდველი პროექტს აგზავნის ან გაზომვის ვიზიტს ჯავშნის, ეს ცალკე პროცესია.
მაღაზიის სტანდარტული შეთავაზება არ მოიცავს ყველა კონფიგურატორის, კალკულატორის ან ჯავშნის სისტემის შექმნას. მოთხოვნა დაწყებამდე განიხილე. პლატფორმების შედარება შესაბამისი გზის არჩევაში დაგეხმარება.
გაშვებამდე ერთად შეამოწმებთ ზომის წარმოდგენას, ფერის არჩევანს, ფასსა და შენი მიწოდების პირობებს. ბანკის დამტკიცება ცალკე ეტაპია: ონლაინ განვადების გზამკვლევი.
აწყობა, მოვლა და ყოველდღიური მართვა
GeoEcom აგიწყობს შეთანხმებულ მაღაზიას და გაშვებისას მართვას გაჩვენებს. შემდეგ პროდუქტებს, ფასებს, მარაგს, შეკვეთებსა და გაგზავნას თავად მართავ. ყოველთვიური მომსახურება მოიცავს ჰოსტინგს შეთანხმებულ რესურსებში, უსაფრთხოების მოვლას, განახლებებსა და მოწოდებული ფუნქციების ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებას.
პირველი 5 მაღაზიისთვის აწყობა უფასოა, გაშვებიდან 30 დღე უფასოა, შემდეგ 99 ლარი თვეში. სანაცვლოდ მაღაზიის საჯაროდ ჩვენებას ვათანხმებთ; შედეგებს მხოლოდ ცალკე თანხმობით ვაზიარებთ. სრული მასალები გაცნობითი ზარიდან 7 დღეში გვჭირდება; გაშვებისას ბმულს Instagram-ის ბიოში ამატებ. ამ ხუთეულის შემდეგ აწყობა 299 ლარია, მომსახურება 149 ლარი თვეში.
პირველი ხუთისთვის 48 საათი სრული მასალების მიღებიდან ითვლება; ბანკის დამტკიცება ამ ვადაში არ შედის. 99 ლარი მოქმედებს უწყვეტად აქტიური გამოწერისა და შეთანხმებული რესურსების ფარგლებში. დომენი, ბანკი, კურიერი, რეკლამა, ფოტოსტუდია და დამატებითი ფუნქციები ცალკეა. ზუსტი მოცულობა დაწყებამდე თანხმდება.
ფასი და დამატებითი ხარჯები · მომსახურების წესები · პლატფორმების შედარება.
ნახე შენი ბრენდის მაღაზია
გამოგვიგზავნე შენი ბიზნესის გვერდი, 3 პროდუქტის ფოტოები და ფასები. გამოსადეგი მასალების მიღებისა და მოთხოვნის დადასტურებიდან 24 საათში მიიღებ კერძო საცდელ ბმულს. საცდელი ვერსია შეკვეთებსა და გადახდებს არ იღებს და გამოწერას არ იწყებს.